ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში – იხილეთ პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა.

თბილისში 26-28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 26-27 თებერვალს ღამის სათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით 27-28 თებერვალს +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1-ელ მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

იტვირთბა....