,,მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, მსჯავრდებული გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
რურუა აღნიშნული პოსტით “ნაცმოძრაობის” თავჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.
“ისევ დუმს სიონი და აღარ დუმს ხალხი.
ნიკა მელიას უკანონო დაკავებით, ბიძინა ივანიშვილმა კი მოიფხანა გული, მაგრამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
სიმართლეს ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს გაძლიერებისთვის, სწორი განვითარებისთვის და ახლა ჩვენი მოქმედების დროა – დაუღალავი პროტესტი, პრინციპულობა,შეუპოვრობა.
ბიძინა ივანიშვილის შავბნელ ზრახვებს,ქვეყნის შიგნით პროტესტი და ამ მთავროის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული სანქციები შეაჩერებს მხოლოდ.
მინდა ვთხოვო ჩემს მეგობრებს, ჟურნალისტებს, შევადაროთ ჩვენი მეგობრების განცხადებები პლახიატნუკის და იანუკოვიჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. დარწმუნებული ვარ ბევრ საერთო ნარატივს ამოვიკითხავთ.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც. რადგან ქართული ოცნების დეპუტატები ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენი დასავლური კურსი უცვლელია და საქმით საპირისპიროს აკეთებენ, ჩემი აზრით მიზანმიმართულად, ამას დაბნეულობა შემოაქვს და ვფიქრობ განმარტება სჭირდება მოსახლეობას ყველასთვის გასაგებ ენაზე, საითკენ მიყავს ხელისუფლებას მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნა.
ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
მხნეობას ვუსურვებ ნიკას ოჯახს.
ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა”, – წერს რურუა სოციალურ ქსელში.