“საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად და საშუალოში გავდივართ და ჩვენ თვითონ ვიფინანსებთ ჩვენს თავს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძე “ტვ მაესტროსთან” განაცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ მიიღო ვაქცინა საქართველოზე ადრე სხვა დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა, იმდაძე აცხადებს, რომ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა კოვაქსის პლატფორმაზე, მაგალითად, საქართველო, და არის ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომლებსაც კოვაქსი თვითონ აწვდის.
„თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში ის, რომ საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად და საშუალოში გავდივართ და ჩვენ თვითონ ვიფინანსებთ ჩვენს თავს, და არ გვეხმარება, ვთქვათ, იგივე Covax… ანუ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა Covax-ის პლატფორმაზე, ისეთი, როგორიცაა საქართველო, და არის ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომლებსაც Covax თვითონ აწვდის.
ამ შემთხვევაში, იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ ჩვენ უფრო, და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, იმიტომ, რომ პირველ რიგში დაბალშემოსავლიანებს გადასცეს… მაგრამ იქაც სულ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ჯერჯერობით“, – განაცხადა იმნაძემ.