პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება.
როგორც სარჯველაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, არსებობს ჟურნალისტები, რომლებიც სტანდარტებს არ იცავენ, მაგრამ ყოველგვარი ძალადობრივი ფაქტი ჟურნალისტურ საქმიანობაზე არის აბსოლუტურად მიუღებელი.
“არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც თავის საქმიანობაში მაღალი სტანდარტებით საქმიანობენ და ეს ნამდვილად შექებას და მხარდაჭერას იმსახურებს. არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ სტანდარტებს არ იცავენ, ამის მიუხედავად, ყოველგვარი ძალადობრივი აქტი, თუდაც, არასწორი ფორმით წარმართულ ჟურნალისტურ საქმიანობაზე არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – ამბობს, მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.