“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში, მედიაჰოლდინგის გვერდის საშუალებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ “ფეისბუქის” საკუთარი გვერდი დაუბლოკეს.
რედაქტორის თქმით, მომხდარს დროული რეაგირება მოჰყვა და ამერიკელი მეგობრების დახმარებით სოციალურ ქსელში პირად გვერდს დაიბრუნებს.
,,ჟურნალისტებზე თავდასხმა, ჩემი გვერდის დაბლოკვა და ის ინფორმაციები რაც მივიღე, უტყუარად ადასტურებს იმას რომ მედიაზე შტურმი იწყება!
მობილიზებულია ტროლ ბიურო და ქოცმხარდამჭერები სრულად !
მინდა მკაფიოდ იცოდეთ-თქვენი არ მეშინია!”, – დაწერა ელისო კილაძემ.
მოგვიანებით კი, მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შეტევა განხორციელდა გაზეთის გვერდზეც.
,,მეგობრებო, დაიწყო მასირებული შტურმი როგორც ჩემს, ისე გაზეთის გვერდზეც!
ორგანიზებულ კიბერ კამპანიას ხელისუფლების დავალებით გერმანიაში მცხოვრები აგენტი არჩილ ცაგურიშვილი ეწევა!
უკვე მივაწოდე ინფორმაცია გერმანიიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს!!!
პასუხს ვამზადებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წერილზეც!
მოკლედ, ვემზადებით დიდი ომისთვის !”, – წერს ელისო კილაძე.
ჟურნალისტებზე თავდასხმა,ჩემი გვერდის დაბლოკვა და ის ინფორმაციები რაც მივიღე,უტყუარად ადასტურებს იმას რომ მედიაზე შტურმი…
Posted by მედიაჰოლდინგი ქრონიკა on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021
მეგობრებო,დაიწყო მასირებული შტურმი როგორც ჩემს,ისე გაზეთის გვერდზეც!
ორგანიზებულ კიბერ კამპანიას ხელისუფლების დავალებით…Posted by მედიაჰოლდინგი ქრონიკა on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021
უდიდესი მადლობა ჩემს ამერიკელ მეგობრებს ,ოპერატიული გამოხმაურებისთვის და თანადგომისთვის !
ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს…Posted by მედიაჰოლდინგი ქრონიკა on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021