ჟურნალისტს და ტელეწამყვანს, ვახო სანაიას თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ის დამატებით კვლევებს გადის.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.