ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მძევლად აგიყვანს და გევაჭრება – ესაა ტაქტიკა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ესაა ტაქტიკა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს – მძევლად აგიყვანს და გევაჭრება,” – ამის შესახებ  “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, ძალიან იოლი ასახსნელია ის, რომ ახლა ოპოზიციას მელიას გასათავისუფლებლად პარლამენტში შესვლას მოსთხოვენ.

“მოდი დაგიჭერ და მერე მოგელაპარაკები, თუ ძალაუფლების უზურპაციას გაამართლებ და პარლამენტში შემოხვალ, შეიძლება გაგათავისუფლო.

მოდი გაგაღატაკებ – მუშაობის საშუალებას მოგისპობ, მაგრამ მერე ეგებ 200 ლარი დაგირიგო, რომ არჩევნებში ხმა მოგაცემინო.

ესაა ტაქტიკა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს – მძევლად აგიყვანს და გევაჭრება.

ტერორიზმი თუ რამეა, არის ეს და არა პარლამენტის წინ, თუნდაც უპასუხისმგებლო, შეძახილები.

ძალიან იოლი ასახსნელია ეს ყველასთვის, ვინც ახლა მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ, ოპოზიციას პარლამენტში შესვლას მოსთხოვს.

ეს არ იქნება არანაირი კომპრომისი.

ეს იქნება ტერორიზმის ხელშეწყობა, რომ მომავალშიც მძევლად აგიყვანონ და ისე დაგიმორჩილონ, პოლიტიკურად.

პ.ს. კალაძეს მოვკარი თვალი, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე ლუღლუღებდა და მაგას ვეხმაურები.

რურუა, რომ არ შერჩენოდა იმ შეთანხმებიდან, არჩევნებზე ასე ვერ იღორებდა.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

მოდი დაგიჭერ და მერე მოგელაპარაკები, თუ ძალაუფლების უზურპაციას გაამართლებ და პარლამენტში შემოხვალ, შეიძლება…

Posted by Tamara Chergoleishvili on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....