ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პროკურატურის ბოდვა ბრიფინგის მერე, მე ჩავატარებ ნამდვილ და ხმაურიან ბრიფინგს” – რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ჟურნალისტის, ვახო სანაიას თავდასხმას ეხმიანება.

გვარამია თავის პოსტში დასძენს, რომ სანაიაზე თავდასხმა სუსტი სპეცოპერაცია იყო და ის სუსის ცნობილი “ზონდერების” მიერაა შესრულებული.

“მონოტონური იდიოტის მიერ ჩატარებული პროკურატურის ბოდვა ბრიფინგის მერე, საიდანაც გავიგეთ, რომ ივანიშვილმა ჩაისვარა, სანქციების შეეშინდა და მელიას გათავისუფლების ფორმას ეძებს, ახლა მე ჩავატარებ ნამდვილ და ხმაურიან ბრიფინგს:

ქალბატონი, რომლის ფოტო ქვემოთაა, ამტკიცებს, რომ ვახო სანაია არ უცემიათ, ის და მისი ცოლი სიმულირებენ თავდასხმას და თავდამსხმელები გადასარევი უკომფლიქტო ბიჭები არიან.

ახლა ვინ არის ეს ქალბატონი: ესაა ზონდერის და კორცხელის გმირის, გეგა გეგეშიძის დედა. გეგეშიძე ამავე კორპუსში ცხოვრობს და ყველა თავდამსხმელი გეგეშიძის პირადი და ახლო მეგობარია. ერთერთი თავდამსხმელი, გიგაური, არის ასევე კორცხელის ზონდერის, გრძელთმიანი გიგაურის ძმა და გეგეშიძის ბიძაშვილია. ეს ქალბატონი კი, შესაბამისად, გიგაურის მამიდა.

აღარაა საჭირო მეტი ლაპარაკი. საქმე გახსნილია – ვახო სანაიაზე თავდასხმა იყო სუსი სპეცოპერაცია, შესრულებული სუსის გამოცდილი და ცნობილი ზონდერების და აგენტ-პროვოკატორების მიერ.
გმადლობთ ყურადღებისთვის.” – წერს გვარამია.

ნიკა გვარამია აღნიშნულ პოსტთან ერთად ფოტოსქირნსაც აქვეყნებს.

მონოტონური იდიოტის მიერ ჩატარებული პროკურატურის ბოდვა ბრიფინგის მერე, საიდანაც გავიგეთ, რომ ივანიშვილმა ჩაისვარა,…

Posted by Nika Gvaramia on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....