ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები, ტურისტული კომპანიის დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ, სამართალდამცველებმა ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

იტვირთბა....