ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გული მისკდება ახლა ამას რო ვწერ!” – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა

25 თებერვალს პიარტექნოლოგი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ჟურნალისტი თეა ადეიშვილი, მასთან მიმოწერის „სქრინშოთს“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„მე ჩემი წილი სოფო შუბლაძე. მყავდა, გული მისკდება ახლა ამას რო ვწერ! არ მჯერა და თან შუბლით ვეჯახები ამ საშინელ რეალობას!!! -ანო მენატრებაო ბოლოს რომ დაწერა, მაშინ გავიგე რომ ისევ კლინიკაში იყო… ამ დღეებში ნინოს ვარწმუნებდი რომ გამოძვრება, ეს არ მოხდება-მეთქი. – მართლა ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ ეს დღე დადგებოდა, ჩვენი უნიჭიერესი სოფო, თავისი საოცარი ენერგეტიკით აქეთ იყო ყველას იმედი და მშველელი.

ყოველთვის მეგონა რომ ყველაფერი იცოდა და ამიტომ ნებისმიერ თემაზე შემეძლო მიმეწერა, დასაყრდენი და საერთო ენა გვეპოვა… ამ სქრინს იმიტომ ვდებ რომ, ჩავიხედე და ბოლოს ჩემს ჯანმრთელობაზე გვილაპარაკია, მე მამშვიდებდა, მე კი ვერაფერი გავაკეთე სოფოსთვის!!! ღმერთო ნეტა შემძლებოდა ჩემი სიცოცხლე გამენაწილებინა მისთვის! – სოფო მიყვარხარ, სულ ასე იქნება !!!“ – წერს ადეიშვილი.

იტვირთბა....