მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ანჩის ხატის ეკლესიაში გაიმართა.
მომღერალი ტაძრიდან მისი სიმღერის, „მელიქიშვილის გამზირის” ფონზე გამოასვენეს. მომღერალი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
შეგახსენებთ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.
იხილეთ ბოლო კადრები.