ამ წუთებში სომხეთში, ერევნის ცენტრში ორი დემონსტრაცია მიმდინარეობს. ერთის მხრივ პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები და მეორეს მხრივ, ოპოზიციის მომხრეები მართავენ მასშტაბურ მსვლელობას.
პოლიციამ მოუწოდეა დემონსტრანტებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან სიმშვიდე და წესრიგი. ნუ აყვებიან პროვოკაციებს და ნუ შექმნიან კონფრონტაციის კერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური სტრუქტურები შესაბამის ზომებს მიიღებენ ყველა კანონდამრღვევის მიმართ.
პრემიერ მინისტრ ფაშინიანი დღეს, ასევე, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. მათ სომხეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებლ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე მოვლენებსა და სიტუაციას. რადგან სომხეთი რუსეთის უახლოესი პარტნიორია კავკასიის რეგიონში.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
შეგახსენებთ, დღეს დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა პრემიერ მინსიტრის გადაყენება მოითხოვა, რაც ფაშინიანმა გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური ძალების ხელმძღვანელის გაათავისუფლება მოსთხოვა პრეზიდენტს.