ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისეთი დამწუხრებული ვარ, გული მეგლიჯება. მის შვილზე ვფიქრობ” – რას წერს ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინო შუბლაძის დის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ისეთი დამწუხრებული ვარ სოფო შუბლაძის გამო, გული მეგლიჯება.

რა სასტიკია ფეისბუქი და როგორ აშიშვლებს იმას, რომ მართლა წუთია ეს სოფელი.

რატომღაც არასწორად გავიგე და ნინო მეგონა ცუდად, სოფოს მივწერე ნინოს მოსაკითხად – ინბოქსში სულ რაღაც ორი კვირის წინანდელი ხმოვანი მესიჯები მაქვს და მის შვილზე ვფიქრობ, ვინ იცის მას რამდენი აქვს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისათვის, ორი დღის წინა, ჟურნალისტ ნინო შუბლაძის და, სოფო შუბლაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. 

იტვირთბა....