ჟურნალისტ ნინო შუბლაძის და, სოფო შუბლაძე გარდაიცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფოს მეგობრები ავრცელებენ და სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოთქვამენ.
ამ ფაქტს გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა.
“”სოფო შუბლაძე გარდაცვლილა, ახლა გავიგე. ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ. ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით ნინო შუბლაძეს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად. RIP სოფო“– წერს ნიკა გვარამია.
2 დღის წინ ნინომ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და თავის დას გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა. ცნობილია, რომ სოფო კორონავირუსით იყო ინფიცირებული.