ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეჯატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ კვირაში „კოვაქსის“ „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია შედგება, რის შემდეგაც ვაქცინის შემოტანის ზუსტი დრო ცნობილი გახდება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რათა სხვა ალტერნატიული გზებითაც შეიძნოს ვაქცინა.

“საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც კოვაქსის პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ ასტრაზენეკასთან.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია. ხოლო, 24 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის ასეულობით ათას დოზას მარტის ბოლოს მიიღებს, თუ მწარმოებლებმა არ დააღალატეს.

თებერვლის ბოლოს ქვეყანა “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზას ელოდებოდა

იტვირთბა....