პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად საგარეო საქმეტა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დანიშნა. ამის შესახებ ღრაიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დავით ზალკალიანი გიორგი გახარიას მთავრობაშიც იკავებდა ვიცე-პრემიერის პოსტს. გახარიამ ამ თანამდებობაზე ის და მაია ცქიტიშვილი დანიშნა.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მინისრტთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 89 ხმით დაამტკიცეს.