გარდაცვლილი ჟურნალისტი, გიორგი სანაის შვილი სანდრო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ ფოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” სანდრო სანაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„26 წლის გახდი ისევ. მეოცედ ოღონდ. 20 წელია 26 წლის ხდები. ამასობაში მეც დაგეწიე. 1 წელიწადში ტოლები ვიქნებით. ოღონდ მე დავბერდები და მერე გაგასწრებ. რამდენი ციფრია ისე, რა ამბავია. შენი შვილობა უფრო ძნელია, ვიდრე ჩემი მამობა. მარა რა მამა-შვილობა? იმენა ძმაკაცები უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც. მარა იმ ძმაკაცების რიცხვს განეკუთვნები, ცოტა რიდი რო მაქვს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა მეუბნებოდნენ, აბა შენ იცი, მის გზას გაყევიო. მომაკრეს იარლიყი და გამანადგურეს მაგით. იმხელა თამასა დამიდეს, ვერც კი მივწვდი, ნი ტო შტო – გადავახტი. გილოცავ, ისევ 26ის გახდი. განა ბევრს შეუძლია ეგრე?“- წერს სანდრო სანაია.
ცნობისთვის, დღეს, გიორგი სანაიას დაბადების დღეა. ცნობილ ტელეწამყვანს 46 წელი შეუსრულდებოდა.
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი 20 წლის წინ, 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. გიორგი სანაია სამაუწყებლო კომპანიაში 1999 წლიდან მუშაობდა. ის ჟურნალისტი და “ღამის კურიერის” წამყვანი იყო.