ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გახდა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის მიზეზი და ვის მიუძღვის ბრალი ტრაგედიაში – ცნობილია ექსპერტიზის პასუხები

ექვსი თვის წინ, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის მიზეზები და ტრაგედიაში დამნაშავე მთავარი ფიგურები ცნობილია.

“კურიერის” ინფორმაციით,  ექსპერტიზით გაირკვა, რომ მიკროავტობუსს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა, სამუხრუჭე სისტემა კი, გაუმართავი იყო.

დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, კუსტარული სკამებით მძღოლს 20 კაცი გადაჰყავდა. მგზავრებს ვერ დაეხმარებოდა ვერც უსაფრთხოების ღვედები, რომელიც ასევე კუსტარულად, მავთულებით იყო დამონტაჟებული.

შეგახსენებთ,  შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბრალდებულია ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მფლობელი.

იტვირთბა....