საკრებულოს დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელშიც მან საპატრიარქოში ფინანსური აუდიტის შესვლის აუცილებლობაზე ისაუბრა, „მეტრონომი“ პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა.
მამა მიქაელ ბოტკოველი: „ეს ელისაშვილის და ვიღაცის გადასაწყვეტი არ არის, სახელმწიფომ თვითონ იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს.ნადვილად არ მინახავს, ელისაშვილმა რა თქვა. ეს ელისაშვილის და ვიღაცის გადასაწყვეტი არ არის, სახელმწიფომ თვითონ იცის როგორ უნდა გააკეთოს. ელისაშვილი არ არის აღმასრულებელი ხელისულება და მის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სახელმწიფოს თუ აინტერესებს საპატრიარქოს შემომწება, მისთვის ეს არანაირი პრობლემა არ არის. ელისაშვილის მითითება არ სჭირდება სახელმწიფოს თუ ვინ შეამოწმოს. საპატრიარქოს დაწესებულებებს, რა დაფინანსებასაც ის იღებს, საჯაროვდება და ამით სახელმწიფო სამსახურები, ვფიქრობ, ინტერესდებიან და ამოწმებენ.“
შეგახსენებთ, ელისაშვილი საპატრიარქოში არსებულ „შავ ფულზე“ საუბრობს. დეპუტატის განცხადებით „ეს ძალიან სახიფათო თემაა“ და აღნიშნავს, რომ ფინანსური აუდიტი აუცილებელია ბოლო თეთრამდე ამოწმებდეს საპატრიარქოს, როგორც ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მანა ნოდია