ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად! – ათობით მანქანა ილეწება” – ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელბს.

ესლისაშვილი აღნიშნული მიმართვით დედაქალაქის მერიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ გზებზე ტექნიკური მარილი დაყარონ.

,,დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაფანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ ეხლა ათობით მანქანა ილეწება და იმტვრევა დათოვლილ და მოყინულ ქუჩებზე. ზამთრის საბურავების ფული მარტო თქვენ გაქვთ, მანდ ქართულ ოცნებაში მოკალათებულებს და ჩვეულებრივ ხალხს ისევ უზარმაზარი ხარჯები და პრობლემები გვიჩნდება თქვენი უნიათობის გამო. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობითვის, თბილის მერიის ინფორმაციით, დედაქალაში შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

იტვირთბა....