ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა” – რას წერს ბაია პატარია

ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელბს.

პატარია “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლებს ეხმიანება.

,,ძალიან ბევრი მეფიქრება იმაზე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვერ ვაგებინებ ჩემ ხალხს.

ბაყაყის მაგალითს შეგახსენებთ: თუ ბაყაყს მდუღარეში ჩააგდებ, ის აუცილებლად ამოხტება, მაგრამ თუ ცივ წყალში ჩასვამ და ცეცხლზე შედგამ, ის ვერ ხვდება, როდის გახდა წყალი საგანგაშოდ ცხელი და იხარშება. ეს მეტაფორაა, კარგი მეტაფორა.

როცა რუსეთმა ბომბები დაგვიშინა, ან

როცა გავრილოვი დავინახეთ სპიკერის სავარძელში, ეს მდუღარეში ჩაგდებასავით იყო და ამოვხტით მთელი ძალით. მაგრამ მტერმა ტაქტიკა შეცვალა – ამჯერად ნელ-ნელა გვიმატებს ტემპერატურას, ნელ-ნელა მოიმატა ქვეყანაში ავტორიტარიზმმა – რუსული მმართველობის სტილმა. და ჩვენ ჯერ არ ამოვხტით, გვგონია, რომ ჯერ საგანგაშო ტემპერატურამდე არ მისულა წყალი/გარემო პირობები.

მე ვხვდები, რომ უკვე ისეთ ზღვარზე ვართ, რის მერეც ჩავიხარშებით და დავითუთქებით, მაგრამ სხვებს ვერ ვუხსნი, ვერ ვაგებინებ.

ეს ხომ ჩვეული ნაც-ქოცური ჩხუბიაო, ამბობს ბევრი, ტემპერატურამ მხოლოდ ორიოდ გრადუსით იმატაო, დიდი ამბავიო, მელიაზე ხომ არ დავიგლეჯთ ნერვსო. არადა ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა.

რა გავაკეთო? როგორ ავხსნა? როგორ დავაჯერო სხვები, რომ ამ პატარ-პატარა უკუსვლებით ხრამის პირას მივედით, სადაც თუ ჩავვარდით, კიდევ 100 წელს დავკარგავთ.

რა ვქნათ?”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....