ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მერწმუნეთ ღამის მობილობის შეზღუდვა საშუალებას გვაძლევს ნორმალური ვითარება შევინარჩუნოთ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ “დღის კურიერის” ეთერში ე.წ. კომენდანტის საათის მნიშვნელობაზე ეპიდვითარების დარეგულირების პროცესზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მობილობას და აუმჯობესებს ეპიდვითარებას, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაა.

“ღამის საათების შეზღუდვა კვლავაც რჩება ძალაში, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი აქტივობა უნდა გავხსნათ მარტსა და აპრილში. მაგრამ ვინაიდან, პანდემია არსად გამქრალა, ვინაიდან არ ვიცით ეს გახსნები რამდენად ადეკვატურად იქნება აღქმული, მომხმარებელი რამდენად დაიცავს წესებს, ბიზნესი რამდენად შეძლებს, რომ ყველა პროტოკოლი იყოს დაცული და ხომ არ გახდება გაუარესება ეპიდვითარების, არ იქნებოდა სწორი და იქნებოდა უპასუხისმგებლო, რომ ქმედითი ბერკეტები არ დაეტოვებინა ხელისუფლებას იმისთვის, რომ სწრაფად დააკორექტიროს ვითარება, თუკი დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა მოიტანა ეპიდვითარების გაუარესება.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა მობილობის დაგდების, რამაც მოიტანა დღევანდელი გაუმჯობესებული სიტუაცია, არის ღამის საათების შეზღუდვა. მოგვწონს ჩვენს ეს, თუ არ მოგვწონს. მეც ვხედავ, რომ ეს არის დისკომფორტი, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ უკვე დამტკიცებულია, რომ ერთ-ერთი ბერკეტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნორმალური ვითარება შევინარჩუნიოთ, არის ღამის მობილობის შეზღუდვა. ამ ეტაპზე, ვიტოვებთ ამას, მომავალში შევხედავთ,”-განაცხადა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....