,,სულ რომ უკმაყოფილო ვიყო ჩემი ყოფით, მთავრობით და ბუნკერში ვიქექებოდე… ასეთ აგრესიულ, რევოლუციურ, პარლამენტში მსტვენარა სახეებს არასოდეს ხმას არ მივცემ,” ამის სესახებ ქართველო სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.
სოპრონო აღნიშნულ პოსტს ქართველი პოლიტიკოსების დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს თან ურთავს.
,,სულ რომ უკმაყოფილო ვიყო ჩემი ყოფით, მთავრობით და ბუნკერში ვიქექებოდე… ასეთ აგრესიულ, რევოლუციურ, პარლამენტში მსტვენარა სახეებს არასოდეს ხმას არ მივცემ და არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მისცემს. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ჩემთვის ნომერი პირველია ურთიერთობაში და პოლიტიკაში. ბოლობოლო საერთაშორისო პოლიტიკის მაღალ დონედ ითვლება საუბრის მშვიდად და სტაბილურად წარმართვის ხელოვნება.
ეყო საქართველოს “მაია წყნეთელები” “ჟანა დარკები”, დარიკოები და “სიმონა დოლიძეები!”, – წერს თამარ ივერი.