“კომენდანტის საათი, ე.წ. მოძრაობის შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოძრაობის შეზღუდვის გაუქმება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ქვეყანაში მობილობის კონტროლისთვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეტაპობრიობა და გარკვეული ანალიზი, რის შემდეგაც დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქება გახდება შესაძლებელი.
ამდენად, როდესაც დღეს ჩვენ მივიღეთ ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ის შეზრუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც რეალური შედეგი დაგვანახა და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება ჯერჯერობით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისათვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.