“საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო პირველი „ფაიზერის“ დოზები, ამაზე იყო სრული დასტური. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ დიდი დეფიციტია, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ვერ შეასრულა ევროკავშირის დაკვეთები სრულად… ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღები „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ არხებით, რაზეც ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით, რომ სერიოზული რამდენიმე ასეული ათასი დოზა წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ, კონტრაქტები გაფორმებულია.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.