“ვაქცინაზე რასაც აკეთებს ხელისუფლება -არის ჩვეულებრივი კრიმინალური აქტი. ესენი ვაქცინაციას ვერ მოახერხებენ. არც უნდათ!”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, კორონავირუსის ვაქცინის განაწილება საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისად არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ვაქცინა იქცა ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნის ხელში, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა.