ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“…7 მლრდ ადამიანი არავის დაუხოცავს და ჩაკეტვების ინტერესიც არავის აქვს” – ამირან სალუქვაძის მიმართვა

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

“ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა და არა მხოლოდ ერთი ეტაპი, როგორც მანამდე, რათა ბიზნესმა, ხალხმა, დაგეგმონ და მოემზადონ. მოკლედ, როგორც ვხედავთ, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, 7 მლრდ ადამიანი არავის დაუხოცავს და ჩაკეტვების ინტერესიც არავის აქვს. დაჩიპვის შიშებიც გაუვლის ხალხს.

შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი:

– სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

– რესტორნების შიდა სივრცეები, ბავშვთა ბაგები 1 მარტიდან;

– ბაზრობები, საცალო და სავაჭრო ცენტრები, სამთო კურორტების საბაგიროები 8 მარტიდან;

– თეატრები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და დარბაზები 15 მარტიდან;

– სპორტული შეჯიბრები, თეატრალური წარმიდგენები 1 აპრილიდან.

ესაა რაც მოვასწარი. მაინც გადაამოწმეთ.

იმედია მოქალაქეები თავად გამოვიჩენთ პასუხისმგებლობას და ჩვენი გავამკაცრებთ წესების დაცვას მაკონტროლებლების გარეშე, რადგან ახლიდან არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: პირბადეები, ხელების ხშირი დასპირტვა/დაბანა, განსაკუთრებით, როცა რაიმეს შევეხებით და ა.შ.” – წერს ამირან სალუქვაძე.

ნახეთ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება.

იტვირთბა....