მინიმუმ 75 ადამიანია დაღუპული და ათეულობით დაშავებული, ეკვადორის სამ სხვადასხვა ციხეში მომხდარი აჯანყების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ეკვადორის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს დაპირისპირება კრიმინალურ ბანდებს შორის გარჩევებს უკავშირდება.
ციხეებთან მობილიზებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური ძალები და ხელისუფლება ცდილობს სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებაროს.
გავრცელებული ცნობით, პოლიციის მხრიდან არიან დაშავებულები, თუმცა დაღუპულები არ არიან.
იხილეთ სრული ვიდეო: