aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რევანშისტული პოლიტიკა სახელმწიფოს ინტერესს აზიანებს” – პროფესორ-მასწავლებლები პეტიციას ავრცელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროფესორ მასწავლებლები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურებიან და გმობენ ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ  ნაბიჯებს. მათი შეფასებით, ეს არის რევანშისტული პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის.

“ჩვენ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს – ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავების მძიმე ფაქტებს.

შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს,  ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის.

ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული  ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს. ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს დასავლელი მეგობრების დღევანდელი გამოხმაურებები. ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, პირისპირ შეგვატოვებს ოკუპანტ ძალას.

ამ ფონზე,  გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:

  • სწორად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს;
  • უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები;
  • შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პეტიციისა და მისი ხელმომწერების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

გუშინ 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი.

იტვირთბა....