ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გრაფიკით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრასპორტი – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ცნობილია

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

თუმცა, ძალაში რჩება 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით  ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.

შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ქვეყანაში რამდენიმე კვირაა კოვიდდადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდა, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალოდ 2,36%-ია. რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

ნახეთ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება.

იტვირთბა....