მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის კომენტარი “სრული სიცრუეა” იმის თაობაზე, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს იმ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მიაწოდა, რომლებიც კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არიან დაინტერესებულნი.
გოგაძემ განცხადებით, ელისაშვილს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ,თუმცა შეწყალების საკითხებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
“ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე. მე მას მართლაც შევხდი, თუმცა ეს ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო დაზარალებული და პროკურატურისგან კუთხვნილი თანხის დაბრუნებაში ითხოვდა დახმარებას. ამ შეხვედრას ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორიც, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ასევე ესწრებოდა ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გუშინაც ვესაუბრე გიორგი ბადაშვილს. სხვა შეხვედრა ჩვენ მასთან არ გვქონია და შესაბამისიად მისი განცხადებები, რომ მოგვაწოდა რაიმე ინფორმაცია კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, ან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად საუბრობს, არის სიცრუე”, – აცხადებს გოგაძე.
ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც 339-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურაში ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს და განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით