ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როდიდან დაიწყებენ სტუდენტები სწავლას აუდიტორიებში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესს აუციტორიებსი 15 მარტიდან დაუბრუნდებიან. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება პრაქტიკულ და ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას, პრემიერის ინფორმაციით, პირველი მარტიდან განახლდება.

“უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით  ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.

შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ქვეყანაში რამდენიმე კვირაა კოვიდდადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდა, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალოდ 2,36%-ია. რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

ნახეთ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება.

იტვირთბა....