ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს” – ამირან გამყრელიძის მიმართვა

“მოგეხსენებათ, დღეს იყო პირველი საბჭოს სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრის და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით, ანუ, ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლზე, შვიდ დღიანი, 14-დღიანი და ყველაზე მაღალი ინციდენტობა გვქონდა 10 დეკემბერს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და კვლავ მნიშვნელოვანია არსებული რეკომენდაციების შესრულება.

„15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე იყო პიკური პერიოდი, როცა დღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. ინციდენტობა არის 10-ჯერ შემცირებული. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა. ანუ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იტვირთბა....