პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ 69 წლის კაცი, რომელიც დღეს გარდაცვლილი ნახეს. სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი სარწყავ არხში იპოვეს.
ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნდა. ბოლოს ის თანასოფლელებმა 15 თებერვალს, სოფელში შენიშნეს.
ცნობილია, რომ ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩაუტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.