aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

როგორ ვიპოვოთ სამუშაო ამერიკის შეერთებულ შტატებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანები ოცნებობენ, რომ იცხოვრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამისთვის უამრავი მიზეზი აქვთ, რადგან ამერიკა არის ქვეყანა, სადაც მაღალი ცხოვრების სტანდარტებია. უკეთესი სამუშაო, უკეთესი საცხოვრებელი პირობებით.

მაგრამ, როგორ შეიძლება მოვხვდეთ ჩვენს საოცნებო ქვეყანაში?

ამერიკაში მოხვედრა არ არის ადვილი. ბევრი ადამიანი საოცნებო ქვეყანაში მოხვედრას არალეგალურადაც ცდილობს. თუმცა ეს ძალიან სარისკო გზაა და ამასთან უამრავი ლეგალური გზაც არსებობს იქ მოსახვედრად.

ჩვენი რჩევებიც ლეგალური დასაქმების გზების ძიებას მოიცავს. ზოგიერთ მათგანს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.

პირველ რიგში საჭიროა სწორად შეარჩიო ვიზის ტიპი და საკონსულოს სწორად აუხსნა თუ რა მიზეზით აპირებ ამერიკაში გამგზავრებას.

H-1B ტიპის ვიზა:

ამ ვიზას ირჩევენ მუშაობის მსურველები, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება. შესაბამისი განათლება და აპირებენ გადავიდნენ სამცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში განუსაზღვრელი ვადით.

H-2B ტიპის ვიზა:

ამ კატეგორიის ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანო, თუ მხოლოდ კონკრეტული განსაზღვრული ვადითით აპირებ ამერიკაში სამუშაოდ თუ საცხოვრებლად წასვლას. გარდა აგროსფეროსი.

H-2A ტიპის ვიზა:

ამ ტიპის ვიზა გაიცემა მუშაობის მსურველებზე, რომლებსაც ამერიკელი დამსაქმებლისგან უზრუნველყოფილი აქვთ საცხოვრებელი და კვება და მიემგზავრებიან აგროსფეროში სამუშაოდ.

L1 ტიპის ვიზა:

ეს არის ისეთი ტიპის ვიზა, როდესაც რომელიმე ქვეყანაში მომუშავე დასაქმებულს სურს ეწვიოს შეერთებულ შტატებს, სადაც ასევე არის ამავე კომპანიის ოფისი.

ასევე, სანამ რომელიმე ვიზაზე განაცხადს შეიტან, პირველ რიგში, განსაზღვრე შენი განათლების დონე და მიმართულება, თუ რა სფეროში გსურს მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მოთხოვნილებაა კადრებზე, რომლებიც ყოველმხრივ საუკეთესოები არიან, მაინც ძალიან დიდი შანსია, რომ შენი შესაფერისი სამუშაო მონახო, რადგან დიდ ინდუსტრიებს ხშირად სჭირდებათ უცხოელი მუშახელი, რომ მისცენ უფრო მეტი გამოცდილება  სხვადასხვა სფეროში და აუმაღლონ კვალიფიკაცია. შემდეგ კი მაღალკვალიფიკაციური კადრი დატოვონ საკუთარ კომპანიაში.

ამისთვის საჭიროა ამერიკის მთავრობის მიერ აღიარებული ოფიციალურ საიტებს ესტუმრო. მაგალითად, როგორიცაა იმიგრაციის დეპარტამენტი. სხვა შემთხვევაში დიდია თაღლითობის მსხვერპლი გახდე.

მათ საიტზე, ასევე შეგიძლიათ, უამრავი ინფორმაცია მიიღოთ სავიზო მოსაკრებლისა თუ სხვადასხვა გადასახადების შესახებ, რისი ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკაში წამსვლელთათვის.

ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის იმიგრაციის დეპარტამენტის ოფიციალური ვებ გვერდის ბმული,  სადაც უამრავი საჭირო ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

https://www.uscis.gov/

 

იტვირთბა....