ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რამდენ ხანში მიაღწევს მსოფლიო სრულ იმუნიზაციას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ

მსოფლიო კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში უკვე მასშტაბურადაა ჩართული.

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში პროცესი უკვე დაწყებულია და ბევრმა მათგანმა ვაქცინაციის გეგმის პირველი ეტაპი თითქმის დაასრულა.

Bloomberg“-ის მონაცემებით ამ დროისთვის გაცემულია ვაქცინის 213 მილიონი დოზა. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ვაქცინა, 65 მილიონზე მეტი, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გაცემული.

შემდეგ მოდის ჩინეთი: 40 მილიონი. სიაში მესამე დიდი ბრიტანეთია 19 მილიონამდე დოზით.

პროცენტულად კი 100 ადამიანზე გაცემული ვაქცინის დოზით ისრაელი და გაერთიანებული საამიროები ლიდერობენ. სადაც მოსახლეობის 50 % -ზე მეტი უკვე სრულად ვაქცინირებულია. ასევე ლიდერობენ გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატაები, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მონაცემები 20-25%-ის ფარგლებშია.

“Bloomberg” ასევე აქვეყნებს ყოველდღიურ სტატისტიკას, სადაც აღნიშნულია, რომ დღიურად მსოფლიოში დაახლოებით 6,1 მილიონი დოზა გაიცემა. ამ ნიშნულის შენარჩუნების შემთხვევაში კაცობრიობა 75 %-იან იმუნიზაციას დაახლოებით 5.1 წელში მიაღწევს. მსოფლიო მოსახლეობის 75% არის ის ზღვარი, რასაც მეცნიერები მიიჩნევენ პანდემიის დასასრულად.

საქართველოს ჯადაცვის სამინისტროს ცნობით ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზებს მარტის შუამდე მიიღებს. ხოლო “Covax”-ის პლატფორმიდან კუთვნილი დოზების მიღება მარტის ბოლომდეა დაგეგმილი.

იტვირთბა....