ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მტრების მიზანია შიდა არეულობა… რუსეთი ისე აღწევს სასურველ შედეგს…” – სოსო გოგაშვილის მიმართვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფორისის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გოგაშვილის თქმით, საქართველოს დასავლეთიდან დისტანცირების ტენდენცია თანდათან იზრდება.ის მიიჩნევს, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან განგაშის ზარებია შემოსაკრავი და სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

„საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ქართულ ღირებულებებზე და ტრადიციებზე დაყრდნობილი განვითარება, პროგრესი, ქვეყნის გამთლიანება და თავისუფლება! ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, პარტნიორების გარკვეული ნაწილის პასიურობამ და ადგილობრივმა პოლიტიკურმა აქტორებმა (ყველა მხარემ) შეძლეს ის, რომ ნებსით და უნებლიედ ჩვენს ხალხს გაუღვივეს დასავლეთის მიმართ გაუცხოების გრძნობა. გადახედეთ სოციალურ მედიას, გადით ხალხში, იკითხეთ, გააკეთეთ ანალიზი რა განწყობებია, საიდან მოდის, რა მიზეზებია და რა უწყობს ამას ხელს?

რუსეთი ისე აღწევს სასურველ შედეგს, რომ თითს თითზე არ აკარებს, ფინანსური ხარჯი.

მტრების მიზანია შიდა არეულობა, ნიჰილიზმი, ეკონომიკის განადგურება, დესტაბილიზაცია, ღირებულებების განადგურება და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა. მათი მიზანი ახლოსაა. რა ხდება საპირისპიროდ? გაუთავებელი დაპირებები ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლაზე, გაუთავებელი შეშფოთებები და აღშფოთებები, ეს ხდება შიგნით გაუთავებელი დაპირისპირების, დესრეუქციის და დაყოფის ფონზე.

კითხვა მაქვს: ინფორმაციას სრულად და ამომწურავად, რომ არ ფლობთ, როგორ უნდა მოახდინოთ სწორი რეაგირება? ისეთ საკითხებზე ხდება პედალირება და ისეთ აქტორებზე ფსონის დადება, რაც ნეგატიურ შედეგს იძლევა დასავლეთის მიმართ მოსახლეობის განწყობებისთვის (დეტალებზე შემდეგში).

რუსული გავლენების მკვეთრად ზრდის ფონზე, თანდათან იზრდება დასავლეთიდან დისტანცირების ტენდენცია. ხალხში ნელნელა იკლებს დასავლეთის ნდობა და დიდი შანსია, რომ დამარცხდეს ეს იდეა. განგაშის ზარებია შემოსაკრავი და სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჯერ მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდანაც სრულყოფილად, გააკეთეთ სწორი ანალიზი და შემდეგ იმოქმედეთ.

ნუ მოადუნებთ ძალისხმევას, ნუ გაგვიშვებთ ხელს და ამით ნუ გვაიძულებთ შეგვითრიონ იქ, სადაც გავნადგურდებით. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ грузland-ში, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ საქართველოში!“, – წერს გოგაშვილი.

იტვირთბა....