მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა ვაქცინაციის მასშტაბურ პროცესშია ჩართული.
ეგრედ წოდებულ განვითარებულ ქვეყნებში უკვე ფართოდ მიმდინარეობს პროცესი.
“Bloomberg“-ის მონაცემებით ამ დროისთვის გაცემულია ვაქცინის 213 მილიონი დოზა. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ვაქცინა, 65 მილიონზე მეტი, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გაცემული.
შემდეგ მოდის ჩინეთი: 40 მილიონი. სიაში მესამე დიდი ბრიტანეთია 19 მილიონამდე დოზით.
პროცენტულად კი 100 ადამიანზე გაცემული ვაქცინის დოზით ისრაელი და გაერთიანებული საამიროები ლიდერობენ. სადაც მოსახლეობის 50 % -ზე მეტი უკვე სრულად ვაქცინირებულია. ასევე ლიდერობენ გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატაები, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მონაცემები 20-25%-ის ფარგლებშია.
“Bloomberg” ასევე აქვეყნებს ყოველდღიურ სტატისტიკას, სადაც აღნიშნულია, რომ დღიურად მსოფლიოში დაახლოებით 6,1 მილიონი დოზა გაიცემა. ამ ნიშნულის შენარჩუნების შემთხვევაში კაცობრიობა 75 %-იან იმუნიზაციას დაახლოებით 5.1 წელში მიაღწევს. მსოფლიო მოსახლეობის 75% არის ის ზღვარი, რასაც მეცნიერები მიიჩნევენ პანდემიის დასასრულად.
“Statista”-ს მონცემებით კი იაპონიამ ახლახან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. პირველ რიგში იაპონიის ჯანდაცვის სისტემა სამედიცინო პერსონალს აცრის, ხოლო წლის ბოლომდე მოსახლეობის სრული იმუნიზაციაა დაგეგმილი.
ახალი ზელანდია და ავსტრალიაც მიმდინარე კვირაში განავრცობენ ვაქცინაციის პროგრამას და ყველა მოქალაქეს შეეძლება ვაქცინის დოზის მიღება.
ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა აფრიკის უმეტეს, შუა აზიისა და სამხრეთ აღმსავლეთ აზიის ქვეყნებში.
ევროპაში კი დარჩენილია სულ სამი სახელმწიფო, სადაც ვაქცინის არცერთი დოზა არ შესულა. ეს ქვეყნებია საქართველო, უკრაინა და ბელორუსი.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის უწყება აცხადებს ჩვენი ქვეყანა ვაქცინას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ რუკაზე: მოცემულ რუკაზე: