თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დავუთოღლუს თქმით, სანქციების საკითხს მინისტრთა კაბინეტი განიხილავს.
შეგახსენებთ, რუსეთმა თურქეთს სანქციები უკვე დაუწესა. სანქციები შეეხო მრავალ სფეროს მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ტურიზმის სფეროებს.