კორონავირუსის გავრცელების გამო ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლა დროებით დაიხურა და სწავლას სრულად დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. როგორც ირკვევა, სკოლაში გასულ კვირას, მეორე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ვირუსი დაუდასტურდათ, რის შემდეგაც ჯერ კონკრეტული კლასები გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა 18 თებერვალს კორონავირუსი პედაგოგს აღმოაჩნდა, გუშინ კიდევ 8 პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი, რის შემდეგაც სკოლა დროებით დაიხურა.
მესამე საჯარო სკოლა ქალაქში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა, სადაც 729 მოსწავლე სწავლობს.
შეგახსენებთ, აჭარაში სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს აღდგა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლება მხოლოდ 70-მა მოსწავლემ აირჩია. ყველა სოფელსა და დაბაში სასწავლო პროცესი სრულად აღდგა.