“კინსინგერის გუშინდელი განცხადების შემდეგ (`We just introduced the Georgia Support act. That is not smth that is automatic`), პირველად დავინახე, რეალური საფრთხე ყველაზე დიდი უბედურების, რაც შეიძლება საქართველოს დაემართოს – თანადგომის ნაცვლად, იზოლაცია და უბრალოდ იგნორირება შტატების მიერ, რაზეც წლებია ოცნებობს რუსეთი!” – ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ინფექციონისტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (Johns Hopkins University) თანამშრომელი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში წერს.
“დღევანდელი განცხადებების შემდეგ იმედი მომეცა. ტონი ბლინკენი ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს; ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც განმუხტავს სიტუაციას არის პერსონალურ სანქციებზე მსჯელობა.
P.S ბლინკენის/სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტი ბევრად უფრო მოკლე და საქმიანი იქნება..” – წერს მამუკა მაჩიაძე.