ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ კატასტროფულ ვითარებაში გამოსავალი ვადამდელი არჩევნები, მელიას და რურუას გათავისუფლებაა” – გიგა ბოკერია

“კომბინაციაა ჩვენი საზოგადოების მწვავე, მზარდი პროტესტი და ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერა ქვეყნის გარედან, ჩვენი მეგობრების მხრიდან,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

როგორც ბოკერიამ მედიასთან განაცხადა, ელჩების განცხადებებში არსებითი ცვლილებაა, რაც განვითარებული მოვლენების ფონზე ბუნებრივია.

„ოპოზიციურ პარტიებს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატებთან და ბუნებრივია ამ სამარცხვინო, რეპრესიული ნაბიჯის შემდეგ, კომუნიკაცია ამ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით მანამდე ელექტრონულად შედგა და ახლა პირადად შეხვედრის შესაძლებლობა იქნება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ ბრიუსელიდან პირველად მოვისმინეთ განცხადებები ამ თემებზე, რომ მხოლოდ ესაა განმუხტვის გზა პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასა და პოლიტიკური პარტიების გამოშვებასთან ერთად. ამ კატასტროფულ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, მელიას, რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. საქართველოს ყველა მეგობარი, ბოლოს მივა ამ დასკვნამდე“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

იტვირთბა....