“ამ გადმოსახედიდან უკეთ დაინახავთ, რომ რეალურად გახარია გაქცეული კურდღელია.
კაცი იქნებოდა, რომ დაენიშნა ვადამდელზე პლებისციტი, შს მინისტრი მოეხსნა და ისე წასულიყო.
ამიტომ იყო უადგილო მისი ქება. მისი ნაბიჯი ჩვენ გვაწყობდა, მაგრამ როგორც პრემიერის ნაბიჯი, სწორი ნაბიჯი არცერთი სტანდარტით არ იყო. პასუხისმგებლობის აღება არ არის გაქცევა!”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ამ გადმოსახედიდან უკეთ დაინახავთ, რომ რეალურად გახარია გაქცეული კურდღელია.
კაცი იქნებოდა, რომ დაენიშნა ვადამდელზე…
Posted by Tamara Chergoleishvili on სამშაბათი, 23 თებერვალი, 2021
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.