ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა სამარცხვინო ხარ, ბიძინა! და რა მწარედ დაისჯები!“ – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

“მეტრონომი” დავით ბერძენიშვილის მიმართვას უცვლელად გთვაზობთ.

„23 თებერვალს – ივანიშვილის ხელის ბიჭის, ღარიბაშვილის ხელახალი პრემიერობის პირველივე დღეს, საბჭოთა არმიის დღეს, 100 წლის წინ ოკუპანტებთან მებრძოლი იუნკრების დღეს სამარცხვინო შტურმი მიმდინარეობს. ამ წუთებში გაზი შეუშვეს იმ ოთახში, სადაც ნიკა, ხათუნა, თამუნა, ხატია, გიგი… ბევრი პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. რა სამარცხვინო ხარ, ბიძინა! და რა მწარედ დაისჯები!“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

23 თებერვალს – ივანიშვილის ხელის ბიჭის, ღარიბაშვილის ხელახალი პრემიერობის პირველივე დღეს, საბჭოთა არმიის დღეს, 100 წლის…

Posted by David Berdzenishvili on ორშაბათი, 22 თებერვალი, 2021

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....