“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩეტგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“თუ ერთი წლის წინაც კი, სანქციებზე, როგორც ეფექტურ ლაგამზე, მხოლოდ ჩვენ, ქართველები ვსაუბრობდით საჯაროდ. ახლა ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორები, ყოფილი ელჩები და საზოგადო მოღვაწეები ამბობენ იგივეს.
ეს კარგი არ არის, მაგრამ უარესის თავიდან ასაცილებლად – აუცილებელია. ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზით ვერ გაიგო და ამაზე კონსენსუსი ფართოვდება”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.