ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს
კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდნენ და ჩემი შეწყალების კომისიაში მუშაობის პერიოდში ჩემზე არაერთხელ მოხდა ზეწოლა – ასეთი განცხადება გააკეთა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა არჩევანში.
აღსანიშნავია ელისაშვილის განცხადება, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისი თქმით, ზოგიერთ დეპუტატს ასობით ათასი დოლარი ჰქონდა აღებული ბეს სახით კონკრეტული პატიმრების შეწყალებისთვის.
“მე ეს ინფორმაცია მივაწოდე გენერალურ პროკურორ ბადაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მეუღლესა კი…” – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე და საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში, დაკითხვაზე არიან დაბარებული.
როგორ ელისაშვილმა განაცხადა, მას შეიძლება რაღაც დამართონ და პროკურატურამდე ვერ მიაღწიოს…