“პირადად მე ძალიან დამღალა იაფფასიანმა პოლიტიკურმა წარმოდგენებმა. თან, ეს ყველაფერი უგემოვნო და რაც მთავარია, უსარგებლოა. ძალიან დამღალა ერთი და იგივე ადგილის ტკეპნამ და ჩაკეტილ წრეზე სიარულმა.ძალიან დამღალა გაუთავებელმა ძიძგილაობამ, დაძაბულობამ და ვითარების განგებ დრამატიზებამ. არ გინდათ სიმშვიდე? არ გინდათ სამართლიანობა? არ გინდათ ქვეყნის განვითარება? არ გინდათ უკეთესი ცხოვრება?”
გოგა ჩანადირი – ფოტოგრაფი.
სოციალური ქსელი.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.