ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) “იმდენად მჯეროდა გადავარჩენდით, რომ რთულია გასააზრებლად” – ქეთი წიკლაური მამის უკანასკნელ დღეებზე

ჯერ ვერ გავიაზრეთ თემურის წასვლა. რთულია ამ ინფორმაციის თავში დალაგება იმის მიუხედავად, რომ ორი თვე იავადმყოფა. იმდენად მჯეროდა, რომ გადავარჩენდით, რომ რთულია გასააზრებლად”, – ამის შესახებ მომღერალ თემურ წიკლაურის შვილმა, ქეთი წიკლაურმა “პრაიმტაიმს” განუცხადა.

“ეტაპობრივად იყო გართულებები; თრობო ემბოლიის შემდეგ უკეთესი დინამიკა წავიდა. მერე, პნევმოტოროქსის შემდეგ, უკეთესი დინამიკა წავიდა. ფილტვის შეხორცებას ველოდებოდით… წამლის შოვნა იმდენად სწრაფად ხდებოდა, ვფიქრობდით, რომ ღმერთის ხელი ერია და თემური გადარჩებოდა…

1 თებერვლის, გარდაცვალების დღეს, დილით, თურქეთიდან, წამალი გამოვიწერეთ. თუმცა წინა დღეს იმდენად რთული სიტუაცია დაგვხვდა, რომ ოჯახი დავემშვიდობეთ… ბოლო ორი დღე ძალიან ცუდად იყო. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მჯერდა, რომ დაძლევდა და მოახერხებდა გამოჯანმრთელებას. არ გინდა დაკარგო უახლოესი ადამიანი.

გარეგნულად არ ეტყობოდა, თავსაც უფრთხილდებოდა, ძლიერიც ჩანდა, მაგრამ ორგანიზმში ბევრი პრობლემა ჰქონდა, რომელიც ჩვენ ვიცოდით, ოჯახის წევრებმა. ისეთი გენეტიკა გვაქვს, მჯეროდა, რომ 100 წლამდე ჩვენთან იქნებოდა. ძალიან მენანება…” – განაცხადა ქეთი წიკლაურმა.

ცნობისათვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის გართულებების შედეგად პირველ თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი 75 წლის იყო. წიკლაური კორონავირუსით ინფიცირების გამო,  მკურნალობას გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

იტვირთბა....