აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს.
ამასთან, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტეს.
ასევე, ოპოზიციამ 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსა.