aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ტექნოლოგია ჯანდაცვა

შესაძლოა, “ჭკვიანმა საათებმა”კოვიდის პანდემია შეაჩეროს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჭკვიანმა საათებმა” შესაძლოა კოვიდი 19-ის პანდემიის გავრცელება შეაჩეროს. ამის შესახებ ნიუ იორკის რადიოლოგიისა და კარდიოლგოიის ჰოსპიტალის პროფესორმა ზაჰი ფაიადმა განაცხადა.

პროფესორი მკვლევართა ჯგუფთან ერთად მუშაობს, რომ შეისწავლოს და გაანალიზოს “Apple”-ის “ჭკვიანი საათების” მონაცემები, რომლებიც კვლევაში მონაწილე პირების გულისცემას ასახავს.

“გულისცემის ცვლილება, რათქმაუნდა ზუსტად არ აჩვენებს იმას, რომ ესა თუ ის პიროვნება ინფიცირებულია კოვიდით, თუმცა შესაძლოა, მან მნიშვნელოვანი სიგნალი მისცეს მედიკოსებს და მოხდეს ასეთი პირების იზოლაცია, რაც ამ ეტაპზე, პანდემიის შეჩერების ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა,” – განაცხადა ზაჰი ფაჰიადმა.

მოგეხსენებათ, |ჭკვიანი საათები” გულისცემასთან ერთად სუნთქვის სიხშირესაც აფიქსირებენ, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისევე როგორც კოვიდის, ასევე სხვა დაავადების აღმოჩენის დროს.

კვლევის საბოლოო მონაცემები მალე გახდება ცნობილი და უფრო მეტი გვეცოდინება თუ რა სახით დაეხმარება მსოფლიოს თანამდეროვე ტექნიკა კორონას მიერ შექმნილი კრიზისის გადალახვაში.

იტვირთბა....